Saturday, 30 November 2019
Monday, 21 October 2019
Friday, 18 October 2019
წყალქვეშა სამყარო
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vTIYTlyKa96YvSbov-9GpokRFz505LaFu4tBmIglHGaj3bUHk763vL-AVZNCM3AjQ/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>
Wednesday, 16 October 2019
Monday, 14 October 2019
რეფლექსია-საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში-,,ნორჩი ბუნებისმოყვარულები'' I სემესტრი
საწრეო მუშაობის
რეფლექსია ბუნებისმეტყველებაში სახელწოდებით
,, ნორჩი ბუნებისმოყვარულები“
წრის ხელმძღვანელი:
მზია კორკოტაშვილი
მასალები იხილეთ
ბმულზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com
2019-2020 სასწავლო
წლის | სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა ბუნების წრის
გახსნის თაობაზე, ბლოგზე დავდე განცხადება საწრეო მუშაობასთან დაკავშირებით შესაბამისი
მიზნებით,რასაც გამოხმაურება მოჰყვა მშობლებიდან. მათი სიტყვიერი მიმართვის საფუძველზე
მოხდა წრის დაკომპლექტება 15 მოსწავლით. შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე
წრე სახელწოდებით
,, ნორჩი ბუნებისმოყვარულები“, მასში გაერთიანებულიიყვნენ |Vთ კლასის
მოსწავლეები.
საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. დაგეგმვისას
გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა
ესგ-ს მოთხოვნებთან.
წრის მიზანი იყო: შეძლებოდათ მზის სისტემის აღწერა,
ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა, ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა, ორგანიზმის
სასიცოცხლო ციკლის აღწერა, დაესახელებინათ ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან-თვისებების ადაპტაციური
მნიშვნელობა, განასხვავონ სითბოს გამტარები და არაგამტარები, შეძლებოდათ დედამიწის
ფორმაზე მსჯელობა. საწრეო მუშაობისას ვიყენებდი მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს,
ასევე საინტერესო მეთოდებს.
წრის დაწყებამდე შევეცადე მოსწავლეთათვის
სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. მოსწავლეთა
შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო სახალისო. აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი ენთუზიაზმით
ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი მიწევებიდან გამომდინარე ჰქონდათ სიხარულისა
და თვითრწმენის განცდა, რაც ჩემთვის იყო სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებიტ და
პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
როგორც წრის წევრები, ასევე მშობლები
კმაყოფილი იყვნენ საწრეო მუშაობის დაგეგმვით და ორგანიზებულობით. დროულად ინფორმირებითა
და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი,
სასიამოვნო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის
პრინციპებს. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზეგანხორციელებული მრავალფეროვანი
და საინტერესო აქტივობები.
წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათი
მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ჩატარებული მეცადინეობებით და სურვილი გამოთქვეს საწრეო
მუშაობის გაეგრძელებინათ შემდეგშიც.
განაცხადი განთავსებულია მისამართზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_52.html
სამოქმედო პროგრამისა და ჩატარებული მეცადინეობების მიმოხილვის მისამართია: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_3.html
სამოქმედო პროგრამისა და ჩატარებული მეცადინეობების მიმოხილვის მისამართია: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_3.html
ფოტომასალა ატვირთლია შემდეგ მისამართზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_15.html
წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებსა და მშო ბლების გამოკითხვის
შედეგების ანალიზი(მათემატიკის წრე,, ნორჩი ბუნებისმოყვარულები“| სემესტრი)
წრის ხელმძღვანელი:მზია კორკოტაშვილი
|Vთკლასი. | სემეტრი 2019-2020 სასწ. წელი
წრის მუშაობის დაწყებისთვის წინასწარ, სკოლის და ჩემ მიერ
შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია.განვათავსე განცხადება, სადაც აღნიშნული
იყო წრის სახელწოდება, შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი, მიზნები,
მოლოდინები, მუსაობის დრო) მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე |Vთ
კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულებასკოლას და მშობლებს
შორის.ასევე მოსწავლეებთან გამოვაცხადე წრის მუშაობის სავარაუდო დაწყების შესახებ.
შეიკრიბა კგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში. კვირაში 1 დღე, ყოველ
ოთხშაბათს ვატარებდი საწრეო მეცადინეობებს. ატვირთულია ბლოგზე.......
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს
რეფლექსიაში( თან ერთვის). სემესტრის ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი
მშობლების შეფასებით წრის მუშაობის შესახებ. შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისთვის,
მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ
თავიანთი შთაბეჭდილებები. გამოკითხული მოსწავლეებიდან ყველამ კითხვებზე დადებითი
პასუხი გასცა. ლკასის მშობლება გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუ კიდევ
გაგრძელდება საწრეო მუშაობა მათემატიკაში. აქვე არის მშობელთა შთაბეჭდილებები:
მოსწავლის შთაბეჭდილებები
ფოტომასალა-საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში-,,ნორჩი ბუნებისმოყვარულები'' I სემესტრი
საწრეო მუშაბის პირველი დღე__09.10. 2019წ
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები. ავუხსენი, რომ არსებობს მეთოდი, სტრატეგია ,,ნორჩი ბუნებისმეტყველების“ წრე, რომელიც ხელს უწყობს მათ მრავალმხრივი შეხედულებებისა და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის სპეციფიური უნარ-ჩვევების განვითარებას. ამასთან, იზრდება მოტივაცია შთაბეჭდილებებისა და აზრების როგორც ჯგუფში, ისე მთელ კლასთან გაზიარება0განხილვის სურვილი.
შემდეგ კი გავაცანი საწრეო მუშაობის პირველი დღის თემა:,,მზის სისტემის აღწერა“. გავიხსენეთ, რომ მზე ვარსკვლავია, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით ყველაზე ახლოა დედამიწასთან და ერთადერთია, რომელსაც დღისით ვხედავთ, დედამიწაზე გაცილებით დიდია.
მოსწავლეებს გავაცანი, რომ კოსმოსში ბევრი ციური სხეულია, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს და ჰქვია ,,მზის ოჯახი“. აქ 8 პლანეტაა. ისინი არ ასხივებენ სინათლეს და ნათდებიან მზის სხივებით.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლეა და მას ცისფერ პლანეტას უწოდებენ.ვკითხე, თუ რაიმე აქვთ წაკითხული პლანეტების და საერთოდ, კოსმოსის შესახებ. მათი აზრით, რატომ უწოდებენ დედამიწას ცისფერ პლანეტას? მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები.
მოსწავლეებს დავავალე მოიძიონ სხვადასხვა გზით რაიმე პლანეტების და საერთოდ, კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ბუნების წრე. აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსმენილით და უფრო მეტის ცოდნის სურვილი გაუჩნდათ.
საწრეო მუშაობის მეორე დღე__16.10.2019წ.
მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მეორე დღის მიზანი, რომელიც მიზნად ისახავს გავარკვიოთ თუ როგორ იკვლევენ კოსმოსს.
მოსწავლეებს შევეკითხე წინა გაკვეთილიდან რა ახსოვდათ კოსმოსის შესახებ და რა მოიძიეს დამატებით. ყველამ, ვისაც ჰქონდა მოძიებული, გამოთქვა საკუთარი აზრი და წაიკითხა მოძიებული მასალა. მოსწავლეებს გავაცანი, რომ კოსმოსს წინათ ვარსკვლავთმრიცხველები აკვირდებოდნენ. დღეს კი ასტრონომიული დაკვირვებები სპეციალურ დაწესებულებაში__,,ობსერვატორიაში“ ხდება ტელესკოპის საშუალებით. მათ ძირითადად აგებენ მთაში, რადგან ჰაერი უფრო გამჭვირვალეა და ხილვადობა უკეთესია. დაინტერესდნენ ბავშვები და მკითხეს საქართველოში თუ იყო ასეთი ტელესკოპი და ვუთხარი, რომ ასეთი აბასთუმნის ობსერვატორიაში შეიძლება. ისიც შეიტყვეს, რომ კოსმოსში მოგზაურობენ კოსმონავტები, კოსმოსურ ხომალდებში სპეციალურ დამცავ ტანსაცმელში, სკაფანდრში გამოწყობილები.
წრის ბმეორე სამუშაო დღეც ძალაინ მოეწონათ ბავშვებს, რადგან ბევრი საინტერესო რამ გაიგეს კოსმოსის შესახებ
საწრეო მუშაობის მესამე დღე___23.10.2019წ.
მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მესამე გაკვეთილის მიზანი, თუ რა არის ჰორიზონტი და ჰორიზონტის მხარეები.
მოსწავლეებს გავაცანი, რომ ჩენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰორიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი, რომ შვენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰოტიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი,რომ კედლის იქით ვერ ვხედავთ ვერაფერს, ამას ჰქვია დახურული ჰორიზონტი, ხოლო თუ არაფერი წინაღობა არ გვხვდება წინ, ჰქვია ღია ჰორიზონტი. შემდეგ მაგალითები თვითონ მოიყვანესღია და დახურული ჰორიზონტისას. ასევე გავაცანი, რომ ჰორიზონტს აქვს ოთხი ძირითადი მხარე. ესენია:აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.
მოსწავლეებისათვის წრის ეს გაკვეთილი სახალისო და ადვილად აღქმადი იყო. მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო მეცადინეობას.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე_30.10.2019წ.
მოსწავლეები გაეცვნენ წრის მუშაობის მიზანს, რაც ჰოტოზონტის მხარეების გამოცნობას ემსახურება.გავახსენებ მათ,თუ რა ატის ჰორიზონტი, როგორი ჰორიზონტი ვიცით და მისი მხარეები. ბავშვებს გავახსენებ,რომ მზე სულ ერთი მხრიდან ამოდის. ამ მხარეს ჰქვია აღმოსავლეთი,საითაც ჩადის-დასავლეთი.თუ აღმოსავლეთისკენ დავდგებით, ჩვენს მარცხნივ იქნება ჩრდილოეთი,მარჯვნივ_სამხრეთი, უკან დასავლეთი. ავუხსენი,რომ ესენი ძირითადი მხარეებია, ხოლო დამატებითი მხარეები მათ შორის ადგილებია. გავაკეთეთ სქემები.
ბავშვებისთვის საინტერესო იყო ამ საკითხებზე საუბარი და ელოდებიან შემდეგ გაკვეთილზე დამატებით ცნობებს.
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე_06.11.2019წ.
საწრეო მუშაობის ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ჰორიზონტის მხარეები, ჰორიზონტი, მისი ორი სახეობა და სქემაზე გამოსახული ჰორიზონტის მაჩვენებელ ისრებს შორის დაამატეს კიდევ ის მხარეები, რომლებსაც შუალედური მხარეები ჰქვია. ჩემი დახმარებით გაიგეს მისი სახელწოდებებიც და მოკლე დასახელებებიც. მხარეების გამოცნობით საქართველოს ფიზიკურ რუკაზე მიუთითეს რომელ მხარეს ვცხორობთ ჩვენ და განვსაზღვრეთ რომელ მხარეს არის თავიანთი კუთხეები.
ამ სამუშაომ ძალიან დააინტერესა ბავშვები და კმაყოფილები დარჩნენ რუკაზე მუშაობით.
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე___20.11.20წ.
საწრეო მუშაობის მეექვსე დღე___13.11.2019 წ.
ბუნების საწრეო მუშაობის მეექვსე გაკვეთილზე გავეცანით გლობუსს და რუკას. დაკვირვების და ჩემი ახსნის საფუძველზე დაადგინეს რუკაზეც და გლობუსზე. რომელი ფერი ჭარბობს და რატომ? რა აქვთ საერთო რუკასა და გლობუსს? როგორი სახის რუკები არსებობს? გააფერადეს სხვადასხვა კონტინენტის კონტურული რუკა დიდი რუკის დახმარებით.
ეს მუშაობა მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე___20.11.20წ.
მოსწავლეებს გავაცანი თემა:,,რუკაზე პირობითი ნიშნების წაკითხვა“. ამ თემის სათაურმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ელოდნენ სიახლეებს რუკასთან დაკავშირებით. ჩემგან მიღებული და ნაჩვენები ინფორმაციით დაადგინეს, თუ რატომ არის რუკაზე თუ გლობუსზე სხვადასვა მინიშნებები. ზოგი უღელტეხილის მაჩვენებელია, ზოგი მწვერვალის, ზოგი ვაკის, მდინარის და ა.შ. თვითონაც ამოიკითხეს რუკაზე პირობითი ნიშნები.
ძალიან მოეწონათ გლობუსზე და რუკაზე პირობითი ნიშნების მოძებნა. კმაყოფილები დარჩნენ ბავშვები წრის ამ მუშაობით.
საწრეო მუშაობის მერვე დღე__27.11.2019
ბუნებაში ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა ამ გაკვეთილზე გამოვიყენეთ თვალსაჩინო მასალად გლობუსი და მსოფლიო ფიზიკური რუკა. ამ რესურსების დახმარებით უფრო თვალნათელი გახდა ბავშვებისათვის , თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან პოლუსი და ეკვატორი.თვალსაჩინოებებით მუშაობა როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან საინტერესო,ხალისიანი და აღქმადი იყო.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს გაკვეთილი და მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო გაკვეთილს.
|
Subscribe to:
Posts (Atom)