Monday, 14 October 2019

რეფლექსია-საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,წიგნიერი''- I სემესტრი

საწრეო მუშაობის რეფლექსია  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,წიგნიერი''- I  სემესტრი
მასწავლებელი: მზია კორკოტაშვილი.
ბლოგის მისამართი: https://mziakorkotashvili.blogspot.com
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სწმესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა ლიტერატურული წრის შექმნის თაობაზე. მათ დაინტერესება გამოხატეს ამ იდეის მიმართ. შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე წრე, სახელწოდებით,,წიგნიერი“.მასში გაერთიანებული მყავდა IVთკლასის მოსწავლეები.

 წრეზე განსახილველი  თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. მოვაწყვე კლასში საკლასო ბიბლიოთეკა.შევთავაზე მათ სახლიდან მოეტანათ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის წიგნები.მეც  ვაწვდიდი ამობეჭდილ თუ ელექტრონულ ვერსიებს წასაკითხი მასალისას. ვითვალისწინებდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესს და ვთავაზობდი როგორც ქართველი, ისე უცხოელი საბავშვო მწერლების მოთხრობებსა და იგავ-არაკებს.
         წრეზე  მეცადინეობის დროს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავდნენ თუ სხვადასხვას.
          საწრეო მუშაობის მიზანი იყო მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა და  გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის,მსჯელობის, არგუმენტებისა და დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა; ასევე გრამატიკული მასალის განმტკიცებას სხვადასხვა სამუშაოს დახმარებით.
       საწრეო მუშაობისას ვიყენებდი საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს, ასევე მრავალფეროვან რესურსებს. შეხვედრები იმართებოდა კვირაში ერთხელ, ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. დრო:13:35__14:20(45წუთი). ხდებოდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგუებულ და გამომეტყველებით კითხვაზე. ზეპირმეტყველებისა და წერის დროს ვუსწორებდი, როგორც მორფოლოგიურ, ისე სინტაქსურ შეცდომებს.
       მუშაობის განმავლობაში მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი, ხელი შეუწყოთ კითხვის ტექნიკის და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარების განვითრებას. გაუმჯობესდა მათი წიგნიერების დონე ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრული სამივე მიმართულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა  საგნისადმი, გაიზარდა მათი ცოდნის დონე.მათ სურვილი გამოთქვეს მსგავსი მეცადინეობების სისტემატიური ჩატარების.
        ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათი მშობლები კმაყოფილები დარჩნენ მიღებული შედეგებით. მშობლების დიდი ნაწილი თვლის,რომ მათი შვილების წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისინი უკვე აქტიური მკითხველები  არიან.
განაცხადი  განთავსებულია : https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_92.html
სამოქმედო  გეგმისა და ჩატარებული მეცადინეობების მისამართია:  https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_85.html
ფოტომასალა განთავსებულია: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_25.html

 წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების  გა
მოკითხვის შედეგების ანალიზი
  (ქართულის წრე ,,მწიგნობარი“ I სემესტრი)
IV კლასი, I სემესტრი__2019-2020 სასწავლო წელი.
  წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარ, სკოლის და ჩემ მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია https://mziakorkotashvili.blogspot.com  განვათავსე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო წრის სახელწოდება. შევადგინე პროგრამა,(თემების ჩამონათვალი, მიზანი, მოლოდინები, მუშაობის დრო),მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფრმაცია მივაწოდეIVთ კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულება სკოლასა და მშობლებს შორის. ასევე მოსწვლეებთან გამოვაცხადე მუშაობის სავარაუდო დაწყების შესახებ. შეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში, კვირაში 1 დღე, ყოველ ორშაბათს ვუტარებდი საწრეო მეცადინეობებს. ფოტომასალა ატვირთულია აქვე.
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი  მაქვს რეფლექსიაში, სემესტრის  ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შესახებ. შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისათვის, მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ თავიანთი შთაბეჭდილებები. გამოკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ კითხვებზე დადებითი პასუხი გასცა, ასევე კლასის  მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუ კიდევ  გაგრძელდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.    
                                       
                                             
                               
                             
                               
   

























მოსწავლეების შთაბეჭდილებები  


















No comments:

Post a Comment