ბუნების წრე-,,ნორჩი ბუნებისმოყვარულები“
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ
თბილისის N173 საჯარო სკოლის
IV თ კლასის
მოსწავლეებისთვის ,2019 წლის 9 ოქტომბრიდან, ოთხშაბათიდან, ჩამოყალიბდა უფასო წრე-,,ნორჩი
ბუნებისმოყვარულები“(I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანია:შეძლონ მზის სისტემის,ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტებისა და ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის
აღწერა, ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან-თვისებების
ადაპტაციური მნიშვნელობის დაასახელება , სითბოს გამტარებისა და არაგამტარების განსხვავება , დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, ასევე
საინტერესო მეთოდებს, რაც შექმნის წინაპირობას მოსწავლი-სათვის ბუნებისადმი ინტერესისა
და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. საწრეო შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის ოთხშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე.
დრო:13:35____14:20, ხანგრძლივობა 45 წუთი.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის
მასწავლებელი მზია კორკოტაშვილი.
მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა და სურვილი
გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც.
გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით). 9 ოქტომბერს ჩავატარეთ პირველი
შეხვედრა.
სამუშაოდ გამოვიყენე ა. კვანტალიანის ,,ბუნება“.
წრეში გაერთიანებულია
15 მოსწავლე.ესენია:
1.ლ. აბიაშვილი
2.ნ. ბალავაძე
3.ს.გოგალაძე
4.დ.ვეშაგური
5.ა. პაპავა
6.ლ. ნადირაძე
7.ქ. მრევლიშვილი
8. ე. ლაზარიაშვილი
9.ნ. ძაგანიშვილი
10.მ. საათაშვილი
11.ა. საჯაია
12.მ. ფაშურიშვილი
13.ნ. ფუხაშვილი
14.გ.ჭინჭარაული
15.ს. კვარაცხელია
საწრეო მუშაობის პროგრამა
წრის ხელმძღვანელი: მზია კორკოტაშვილი
სამიზნე ჯგუფი:IV კლასის
მოსწავლეები
მიზანი: შეძლონ მზის სისტემის,ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტებისა და ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის
აღწერა, ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან-თვისებების
ადაპტაციური მნიშვნელობის დაასახელება , სითბოს გამტარებისა და არაგამტარების განსხვავება , დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
N
|
თემა
|
დრო
|
მიზანი
|
რესურსი
|
1
|
მზის სისტემის აღწერა
|
09.10
|
მზის სისტემაზე წარმოდგენის შექმნა
|
სქემები, ფურცელი, ფერადი ფანქრები
|
2
|
როგორ იკვლევენ კოსმოსს
|
16.10
|
მზის სისტემის აღწერა
|
წიგნი
|
3
|
ჰორიზონტი, ჰორიზონტის მხარეები
|
23.10
|
საუბრები ღია და დახურულ ჰორიზონტზე
|
წიგნი
|
4
|
ჰორიზონტის მხარეების გამოცნობა
|
30.10
|
ღია და დახურულ ჰორიზონტზე საუბრები
|
თაბახის ფურცლები, კალამი
|
5
|
ძირითადი და შუალედური მხარეების განსაზღვრა
|
06.11
|
სიბრტყეზე ორიენტირება, ჩანაწერის გაკეთება
|
თაბახის ფურცლები, კალმები
|
6
|
გლობუსი, რუკა
|
13.11
|
გეოგრაფიული ობიექტების აღწერა
|
მსოფლიოს ფიზიკური რუკა, გლობუსი
|
7
|
რუკაზე პირობითი ნიშნების წაკითხვა
|
20.11
|
გაეცნოს რუკაზე პირობით ნიშნებს
|
რუკა, გლობუსი
|
8
|
რუკაზე და გლობუსზე პოლუსებისა და ეკვატორის გარჩევა
|
27.11
|
გაარჩიოს რა არის პოლუსი და ეკვატორი
|
რუკა, გლობუსი
|
9
|
კონტინენტები, კუნძულები, ნახევარკუნძულები
|
04.12
|
კონტინენტების ეთმანეთისაგან გარჩევა და ჩამოთვლა
|
მსოფლიოს ფიზიკური რუკა, ფურცლები, ფანქრები
|
10
|
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
|
11.12
|
საქართველოს მდებარეობის აღწერა
|
საქართველოს ფიზიკური რუკა
|
11
|
საქართველოს მდინარეები, ტბები, წყალსაცავები
|
18.12
|
ნდინარეების ჩამოთვლა და რუკაზე მოძებნა
|
საქართველოს ფიზიკური რუკა
|
12
|
მცენარეთა სამეფო
|
25.12
|
გავეცნოთ საქართველოს ფლორას
|
იშვიათი მცენარეების სურათები, საქართველოს ფლორა
|
საწრეო მუშაბის
პირველი დღე__09.10. 2019წ
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები.
ავუხსენი, რომ არსებობს მეთოდი, სტრატეგია ,,ნორჩი ბუნებისმეტყველების“ წრე, რომელიც
ხელს უწყობს მათ მრავალმხრივი შეხედულებებისა და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას,
სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის
სპეციფიური უნარ-ჩვევების განვითარებას. ამასთან, იზრდება მოტივაცია შთაბეჭდილებებისა
და აზრების როგორც ჯგუფში, ისე მთელ კლასთან გაზიარება0განხილვის სურვილი.
შემდეგ კი გავაცანი საწრეო მუშაობის პირველი
დღის თემა:,,მზის სისტემის აღწერა“. გავიხსენეთ, რომ მზე ვარსკვლავია, სხვა ვარსკვლავებისაგან
განსხვავებით ყველაზე ახლოა დედამიწასთან და ერთადერთია, რომელსაც დღისით ვხედავთ,
დედამიწაზე გაცილებით დიდია.
მოსწავლეებს გავაცანი, რომ კოსმოსში
ბევრი ციური სხეულია, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს და ჰქვია ,,მზის ოჯახი“.
აქ 8 პლანეტაა. ისინი არ ასხივებენ სინათლეს და ნათდებიან მზის სხივებით.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლეა
და მას ცისფერ პლანეტას უწოდებენ.ვკითხე, თუ რაიმე აქვთ წაკითხული პლანეტების და საერთოდ,
კოსმოსის შესახებ. მათი აზრით, რატომ უწოდებენ დედამიწას ცისფერ პლანეტას? მოსწავლეებმა
გამოთქვეს ვარაუდები.
მოსწავლეებს დავავალე მოიძიონ სხვადასხვა
გზით რაიმე პლანეტების და საერთოდ, კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ბუნების
წრე. აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსმენილით
და უფრო მეტის ცოდნის სურვილი გაუჩნდათ.
საწრეო მუშაობის
მეორე დღე__16.10.2019წ.
მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მეორე
დღის მიზანი, რომელიც მიზნად ისახავს გავარკვიოთ თუ როგორ იკვლევენ კოსმოსს.
მოსწავლეებს შევეკითხე წინა გაკვეთილიდან
რა ახსოვდათ კოსმოსის შესახებ და რა მოიძიეს დამატებით. ყველამ, ვისაც ჰქონდა მოძიებული,
გამოთქვა საკუთარი აზრი და წაიკითხა მოძიებული მასალა. მოსწავლეებს გავაცანი, რომ კოსმოსს
წინათ ვარსკვლავთმრიცხველები აკვირდებოდნენ. დღეს კი ასტრონომიული დაკვირვებები სპეციალურ
დაწესებულებაში__,,ობსერვატორიაში“ ხდება ტელესკოპის საშუალებით. მათ ძირითადად აგებენ
მთაში, რადგან ჰაერი უფრო გამჭვირვალეა და ხილვადობა უკეთესია. დაინტერესდნენ ბავშვები
და მკითხეს საქართველოში თუ იყო ასეთი ტელესკოპი და ვუთხარი, რომ ასეთი აბასთუმნის
ობსერვატორიაში შეიძლება. ისიც შეიტყვეს, რომ კოსმოსში მოგზაურობენ კოსმონავტები, კოსმოსურ
ხომალდებში სპეციალურ დამცავ ტანსაცმელში, სკაფანდრში გამოწყობილები.
წრის ბმეორე სამუშაო დღეც ძალაინ მოეწონათ
ბავშვებს, რადგან ბევრი საინტერესო რამ გაიგეს კოსმოსის შესახებ
საწრეო მუშაობის მესამე დღე___23.10.2019წ.
მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მესამე
გაკვეთილის მიზანი, თუ რა არის ჰორიზონტი და ჰორიზონტის მხარეები.
მოსწავლეებს გავაცანი, რომ ჩენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰორიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი, რომ შვენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰოტიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი,რომ კედლის იქით ვერ ვხედავთ ვერაფერს, ამას ჰქვია დახურული ჰორიზონტი, ხოლო თუ არაფერი წინაღობა არ გვხვდება წინ, ჰქვია ღია ჰორიზონტი. შემდეგ მაგალითები თვითონ მოიყვანესღია და დახურული ჰორიზონტისას. ასევე გავაცანი, რომ ჰორიზონტს აქვს ოთხი ძირითადი მხარე. ესენია:აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.
მოსწავლეებს გავაცანი, რომ ჩენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰორიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი, რომ შვენს წინ გადაშლილ სივრცეს ჰოტიზონტი ჰქვია. დავაყენე თვითონ და მივახვედრე, ავუხსენი,რომ კედლის იქით ვერ ვხედავთ ვერაფერს, ამას ჰქვია დახურული ჰორიზონტი, ხოლო თუ არაფერი წინაღობა არ გვხვდება წინ, ჰქვია ღია ჰორიზონტი. შემდეგ მაგალითები თვითონ მოიყვანესღია და დახურული ჰორიზონტისას. ასევე გავაცანი, რომ ჰორიზონტს აქვს ოთხი ძირითადი მხარე. ესენია:აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.
მოსწავლეებისათვის წრის ეს გაკვეთილი სახალისო
და ადვილად აღქმადი იყო. მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო მეცადინეობას.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე___30.10.2019წ.
მოსწავლეები გაეცვნენ წრის მუშაობის მიზანს, რაც ჰოტოზონტის
მხარეების გამოცნობას ემსახურება.გავახსენებ
მათ,თუ რა ატის ჰორიზონტი, როგორი ჰორიზონტი ვიცით და მისი მხარეები. ბავშვებს გავახსენებ,
რომ მზე
სულ ერთი მხრიდან ამოდის. ამ მხარეს ჰქვია აღმოსავლე
თი,საითაც ჩადის-დასავლეთი.თუ აღმოსავლეთისკენ
დავდგებით, ჩვენს მარცხნივ იქნება ჩრდილოეთი,მარჯვნივ_სამხრეთი, უკან დასავლეთი. ავუხსენი,რომ
ესენი ძირითადი მხარეებია, ხოლო დამატებითი მხარეები მათ შორის ადგილებია. გავაკეთეთ
სქემე
ბი.
ბავშვებისთვის საინტერესო იყო ამ საკითხებზე საუბარი და ელოდებიან
შემდეგ გაკვეთილზე დამატებით ცნობებს.
საწრეო მუშაობის
მეხუთე დღე___06.11.2019წ.
საწრეო მუშაობის ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა
გაიხსენეს ჰორიზონტის მხარეები, ჰორიზონტი, მისი ორი სახეობა და სქემაზე გამოსახული
ჰორიზონტის მაჩვენებელ ისრებს შორის დაამატეს კიდევ ის მხარეები, რომლებსაც შუალედური
მხარეები ჰქვია. ჩემი დახმარებით გაიგეს მისი სახელწოდებებიც და მოკლე დასახელებებიც.
მხარეების გამოცნობით საქართველოს ფიზიკურ რუკაზე მიუთითეს რომელ მხარეს ვცხორობთ ჩვენ
და განვსაზღვრეთ რომელ მხარეს არის თავიანთი კუთხეები.
ამ სამუშაომ ძალიან დააინტერესა ბავშვები
და კმაყოფილები დარჩნენ რუკაზე მუშაობით.
საწრეო მუშაობის
მეექვსე დღე___13.11.2019 წ.
ბუნების საწრეო მუშაობის მეექვსე გაკვეთილზე
გავეცანით გლობუსს და რუკას. დაკვირვების და ჩემი ახსნის საფუძველზე დაადგინეს რუკაზეც
და გლობუსზე. რომელი ფერი ჭარბობს და რატომ? რა აქვთ საერთო რუკასა და გლობუსს? როგორი
სახის რუკები არსებობს? გააფერადეს სხვადასხვა კონტინენტის კონტურული რუკა დიდი რუკის
დახმარებით.
ეს მუშაობა მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო
და საინტერესო იყო.
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე___20.11.20წ.
მოსწავლეებს
გავაცანი თემა:,,რუკაზე პირობითი ნიშნების წაკითხვა“. ამ თემის სათაურმა დიდი ინტერესი
გამოიწვია და ელოდნენ სიახლეებს რუკასთან დაკავშირებით. ჩემგან მიღებული და ნაჩვენები
ინფორმაციით დაადგინეს, თუ რატომ არის რუკაზე თუ გლობუსზე სხვადასვა მინიშნებები. ზოგი
უღელტეხილის მაჩვენებელია, ზოგი მწვერვალის, ზოგი ვაკის, მდინარის და ა.შ. თვითონაც
ამოიკითხეს რუკაზე პირობითი ნიშნები.
ძალიან
მოეწონათ გლობუსზე და რუკაზე პირობითი ნიშნების მოძებნა. კმაყოფილები დარჩნენ ბავშვები
წრის ამ მუშაობით.
საწრეო მუშაობის
მერვე დღე__27.11.2019
ბუნებაში ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა ამ გაკვეთილზე
გამოვიყენეთ თვალსაჩინო მასალად გლობუსი და მსოფლიო ფიზიკური რუკა. ამ რესურსების დახმარებით
უფრო თვალნათელი გახდა ბავშვებისათვის , თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან პოლუსი
და ეკვატორი.თვალსაჩინოებებით მუშაობა როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან საინტერესო,ხალისიანი
და აღქმადი იყო.
მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ ეს გაკვეთილი და მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო გაკვეთილს.
No comments:
Post a Comment