საწრეო მუშაობის
რაფლექსია მათემატიკაში სახელწოდებით,,ნორჩი მატემატიკოსები“
(Iსემსტრი)
წრის ხელმძღვანელი:მზია
კორკოტაშვილი
მასალები იხილეთ
ბმულზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com
2019-2020სასწავლო წლის I სემესტრში
მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა
მათემატიკური წრის გახსნს თაობაზე. ბლოგზე დავდე განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან
დაკავშირებით. შესაბამისი მიზნებითა და მისაღწევი შედეგებით, რასაც დაინტერესება და
გამოხმაურება მოჰყვა მშობლებთან. მათი სიტყვიერი მოსწავლით.შევიმუშავე საწრეო მუშაობის
გეგმა, ჩამოვაყალიბე წრე სახელწოდებით,,ნორჩი მათემატიკოსები“.მასში გაერთიანებული
იყვნენ IVთ კლასის
მოსწავლეები.
საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. დაგეგმვისას
გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა
ესგ-ს მოთხოვნებთან.
წრის მუშაობის მიზანი იყო: აზროვნების, მსჯელობის,
შეხედულებათა დასაბუთებას, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება; მოსწავლე
შეძლებდა რიცხვების გამოსახვას, ჩაწერას, შედარებას და დალაგებას პოზიტიური სისტემის
გამოყენებით, თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაციას და ელემენტარულ ანალიზს ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების
მოქმედებების შესრულებას და მოქმედებათა შედეგის შეფასებას და გამოყენებას; გეომეტრიული
ფიგურების აღწერას და მათ კლასიფიკაციას; ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენებას
და ერთმანეთთან დაკავშირებას.
საწრეო მუშაობისას ვიყენებდით მრავალფეროვან
რესურსებსა და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს.
წრის დაწყებამდე შევეცადე მოსწავლეთათვის სასწავლო
გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. მოსწავლეთა შინაგანი
მოტივაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო სახალისო. აქტივობები დაგეგმილ
აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი
ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე ჰქონდათ
სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, რაც ჩემთვის იყო სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით
და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
როგორც წრის წევრები, ასევე მშობლები კმაყოფილი
იყვნენ საწრეო მუშაობის დაგეგმით და ორგანიზებულობით. დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი
აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, სასიამოვნო
და სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემის
პრინციპებს. მოსწავლეებსა და მათ მშობლბს მოსწონთ მეცადინეობებზე განხორციელბული მრავალფეროვანი
და საინტერესო აქტივობები.აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა
იმ მიმართულუბით,რომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას კონკრეტული საკითხები, რასაც
საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა.
წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათი
მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ჩატარებული მეცადინეობებით და სურვილი გამოთქვეს საწრეო
მუშაობა გაგრძელდეს შემდეგშიც .
განაცხადი განთავსებულია ბლოგზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i.html
სამოქმედო პროგრამისა ჩატარებული საწრეო მეცადინეობების მიმოხილვის მისამართია: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_14.html
ფოტომასალა განთავსებიულია შემდეგ მისამართზე : https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_66.html
წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებსა და მშობლების გამოკითხვის
შედეგების ანალიზი(მათემატიკის წრე,,ნორჩი მათემატიკოსები“ lსემესტრი)
წრის ხელმძღვანელი:მ.
კორკოტაშვილი
IVთ კლასი
| სემესტრი 2019-2020სასწ.წ.
წრის მუშაობის დაწყებისათვის წინასწარ, სკოლის
და ჩემ მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია,https://mziakorkotashvili.blogspot.com განვათავსე განცხადება, სადაც
აღნიშნული იყო წრის სახელწოდება, შევადგინე პროგრამა,(თემების ჩამონათვალი, მიზნები,
მოლოდინები,მუშაობის დრო) მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე |vთ კლასის
მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის. ასევე, მოსწავლეებთან გამოვაცხადე წრის მუშაობის
სავარაუდო დაწყების შესახებ. შეიკრიბა ჯგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში.
კვირაში 1 დღე, ყოველ პარასკევს ვატარებდი საწრეო მეცადინეობებს. ატვირთულია ბლოგზე.
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი
მაქვს რეფლექსიაში( თან ერთვის).
სემესტრის ბოლოს დავინტერესდიმოსწავლეების
და მათი მშობლების შეფასებით წრის მუშაობის შესახებ. შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისთვის,
მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ თავიანთი
შთაბეჭდილებები. გამოკითხულიმოსწავლეებიდან ყველამ კითხვებზე დადებითი პასუხი გასცა.
კლასის მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება , თუ კიდევ გაგრძელდება საწრეო
მუშაობა მათემატიკაში.
No comments:
Post a Comment