Monday, 14 October 2019

რეფლექსია-საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში-,,ნორჩი ბუნებისმოყვარულები'' I სემესტრი


საწრეო მუშაობის რეფლექსია ბუნებისმეტყველებაში სახელწოდებით
,, ნორჩი  ბუნებისმოყვარულები“
წრის ხელმძღვანელი: მზია კორკოტაშვილი
მასალები იხილეთ ბმულზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com
2019-2020 სასწავლო წლის | სემესტრში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა ბუნების წრის გახსნის თაობაზე, ბლოგზე დავდე განცხადება საწრეო მუშაობასთან დაკავშირებით შესაბამისი მიზნებით,რასაც  გამოხმაურება მოჰყვა მშობლებიდან. მათი სიტყვიერი მიმართვის საფუძველზე მოხდა წრის დაკომპლექტება 15 მოსწავლით. შევიმუშავე საწრეო მუშაობის გეგმა, ჩამოვაყალიბე წრე სახელწოდებით
,, ნორჩი ბუნებისმოყვარულები“, მასში გაერთიანებულიიყვნენ |Vთ კლასის მოსწავლეები.
         საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ-ს მოთხოვნებთან.
 წრის მიზანი იყო: შეძლებოდათ მზის სისტემის აღწერა, ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა, ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა, ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის აღწერა, დაესახელებინათ ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა, განასხვავონ სითბოს გამტარები და არაგამტარები, შეძლებოდათ დედამიწის ფორმაზე მსჯელობა. საწრეო მუშაობისას ვიყენებდი მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს.
         წრის დაწყებამდე შევეცადე მოსწავლეთათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო სახალისო. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი მიწევებიდან გამომდინარე ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, რაც ჩემთვის იყო სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებიტ და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
  როგორც წრის წევრები, ასევე მშობლები კმაყოფილი იყვნენ საწრეო მუშაობის დაგეგმვით და ორგანიზებულობით. დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, სასიამოვნო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზეგანხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. 
          წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათი მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ჩატარებული მეცადინეობებით და სურვილი გამოთქვეს საწრეო მუშაობის გაეგრძელებინათ შემდეგშიც.
განაცხადი  განთავსებულია მისამართზე:      https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_52.html
სამოქმედო პროგრამისა და ჩატარებული მეცადინეობების მიმოხილვის მისამართია:  https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_3.html
ფოტომასალა ატვირთლია შემდეგ მისამართზე: https://mziakorkotashvili.blogspot.com/2019/10/i_15.html
  
    წრის მუშაობის შესახებ მოსწავლეებსა და მშო ბლების გამოკითხვის შედეგების ანალიზი(მათემატიკის წრე,, ნორჩი ბუნებისმოყვარულები“| სემესტრი)
      წრის ხელმძღვანელი:მზია კორკოტაშვილი
       |Vთკლასი.  | სემეტრი 2019-2020 სასწ. წელი
      წრის მუშაობის დაწყებისთვის წინასწარ, სკოლის და ჩემ მიერ შექმნილ ბლოგზე, რომლის მისამართია.განვათავსე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო წრის სახელწოდება, შევადგინე პროგრამა, (თემების ჩამონათვალი, მიზნები, მოლოდინები, მუსაობის დრო) მოვიწვიე მშობელთა კრება, ინფორმაცია მივაწოდე |Vთ კლასის მოსწავლეთა მშობლებს, გავაფორმეთ ხელშეკრულებასკოლას და მშობლებს შორის.ასევე მოსწავლეებთან გამოვაცხადე წრის მუშაობის სავარაუდო დაწყების შესახებ. შეიკრიბა კგუფი და დავიწყეთ მუშაობა სემესტრის განმავლობაში. კვირაში 1 დღე, ყოველ ოთხშაბათს ვატარებდი საწრეო მეცადინეობებს. ატვირთულია ბლოგზე.......
  სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა აღწერილი მაქვს რეფლექსიაში( თან ერთვის). სემესტრის ბოლოს დავინტერესდი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შეფასებით წრის მუშაობის შესახებ. შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისთვის, მშობლებს კი ვთხოვე პირველ სემესტრში გაწეული საწრეო მუშაობის შესახებ გამოეხატათ თავიანთი შთაბეჭდილებები. გამოკითხული მოსწავლეებიდან ყველამ კითხვებზე დადებითი პასუხი გასცა. ლკასის მშობლება გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუ კიდევ გაგრძელდება საწრეო მუშაობა მათემატიკაში. აქვე არის მშობელთა შთაბეჭდილებები:
                                               









მოსწავლის შთაბეჭდილებები



                                             


















No comments:

Post a Comment