Monday, 14 October 2019

ფოტომასალა-საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,წიგნიერი''- I სემესტრი

საწრეო მუშაობის პირველი მეცადინეობა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში 
მუშაობის პირველი დღე _14.10.2019 წ.
   მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები.ავუხსენი, რომ არსებობს მეთოდი,სტრატეგია ,,ლიტერატურული წრე“, რომელიც ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის გაგებასა და გააზრებას.  ამასთან იზრდება მოტივაცია შთაბეჭდილებებისა და აზრების როგორც ჯგუფში,ისე მთელ კლასთან გაზიარება-განხილვის სურვილი. შემდეგ კი გავაცანი მათ ჩემი საყვარელი წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი დაახლოებით მათ ასაკში.ვესაუბრე რა მომწონდა მასში, რა არა და ა.შ.შემდეგ შევთავაზე წაგვეკითხა ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ნაწყვეტი ,,ბებია და ზურიკელა“.
   ტექსტის დამუშავებისას გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: წაკითხვამდე დავსვა შეკითხვა და მეთოდი--,,გონებრივი იერიშის“ გზით ჩამოვწერე დაფაზე მოსწავლეთა ნააზრევები, რითაც ხელი  შეეწყო წინარე ცოდნის გააქტიურებასა და მათ აქტიურ ჩართვას მუშაობის პროცესში.კითხვისას მივმართე მართული კითხვის, მოსმენისა და გააზრებისაქტივობას.ტექსტი რამდენიმე ნაწილად მქონდა დაყოფილი, ვკითხულობდი მე და მოსწავლეები გალდასმით მისმენდნენ. ყოველი ნაწილის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა მოხდებოდა, რატომ ფიქრობდნენ ასე და სინამდვილეში რა მოხდა, ვახდენდიტ ნააზრევის წარმოდგენას.
 მოსწავლეებმა გააანალიზეს და შეაფასეს ნაწარმოებიდან ნაწყვეტი, დაახასიათეს ზურიკო, ბებია და მათი ურთიერთობა როგორი იყო. მივეცი დავალება,რომ სასურველი იყო ნ. დუმბაძის ეს ნაწარმოები თავიდან ბოლომდე ნელ-ნელა წაეკითხათ და შემდეგში ვისაუბრებდით უფრო დაწვრილებით.
   მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ წრის მუშაობით.












 საწრეო მუშაობის მეორე დღე_21.10. 2019წ.
    ჩატარდა მეორე საწრეო  მუშაობა ქართულ ენაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა: ასო, ბგერა, მარცვალი,გადატანის წესები.გავახსენე ბავშვებს ასოსა და ბგერას შორის მსგავსება და ბანსხვავება, გავიხსენეთ ანბანი თავისი სახელებით. დაფაზე ინდივიდუალურად ყოფდნენ მარცვლებად სიტყვებს და წესიც გაიხსენეს, სიტყვაში მარცვლის რაოდენობის დადგენას. ბავშვებს ჩავაწერინე ქათული ენის რაობის შესახებ ცნობები, თუ რა ადგილი უკავია ქართულ ანბანს მსოფლიოში. ვიმუშავეთ დამოუკიდებლად: ჩემი მიცემული ტექსტი
დან უნდა ამოიწერონ სიტყვები ანბანის მიხედვით. ასევე ვისაუბრეთ გადატანის წესებზე: ზოგიერთი გაიხსე
ნეს, ზოგი კი დავამატეთ. მაგალითები თვითონ მოჰყავდათ მიცემული ტექსტიდან ამოწერილ სიტყვებს როგორ დაყოფდნენ გადასატანად.
     მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს მუშაობა და სიამოვნებით იმუშავებენ მსგავს დავალებაზე სახლშიც.

















საწრეო მუშაობის მესამე დღე_28.10.2019წ.
   ამ დღეს ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა, სადაც წავიკითხეთ და განვიხილეთ . იოსელიანის მოთხრო
ბა,,ქოჩორა მტრედის მოტანილი ამბები“. ეს მოთხრობა წაიკითხეს მოსწავლეებმა ორჯერ, შინა-არსის აღქმის მიზნით,შემდეგ კი ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით გაიზიარეს ამ მოთხრობის მთავარი აზრი. იმსჯე-ლეს, ვარაუდები გამოთქვეს და ზოგიერთმა შეძლო შინაარსის გადმოცემაც თავისი სიტყვებით. უცხო სიტყვები, რომელიც მონიშნული ჰქონდათ კითხვის დროს, ართმანეთის დახმარებით, ასევე ჩემი განმარტე
ბით, ახსნეს და შეადგინეს წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით.
    ამ მოთხრობით მოსწავლეები დაინტერესდნენ ო. იოსელიანის სხვა საბავშვო ნაწარმოებების გაცნობით.

საწრეო მუშაობის მეოთხე დღე___04.11.2019 წ.
    საწრეო მუშაობის ამ გაკვეთილზე მთავარი თემა იყო წინადადებებზე მუშაობა. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინადადებების რაობა. ის, თუ რამდენსიტყვიანი შეიძლება იყოს წინადადება. შინაარსით როგორი წინადადე
ბები ვიცით. მოიყვანეს თითოეული წინადადების მაგალითი და ახსნეს, რომელი სასვენი ნიშანი უნდა დავ
სვათ მის ბოლოს.თითოეულმა მათგანმა შეძლო სხვადასხვა სახის წინადადების შედგენა ჩემი მითითებით. გავაკეთეთ სავარჯიშო, სადაც წინადადების ბოლოს უნდა დავსვათ სასვენი ნიშნები.

    მოსწავლეებს მოეწონათ ჩატარებული მეცადინეობა და ხალისით მიიღეს საშინაო დავალება მსგავსი სავარჯიშოებით.
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე___11.11.2019 წ.
აკ.წერეთლის,,გიმნაზიაში“.ლექსიკური მარაგის გამდიდრება.წიგნი,
საწრეო მუშაობის მეხუთე დღეს საინტერესო თემა შევიტანე ბავშვებთან.აკ.წერეთლის ბიოგრაფიული ცნობებიდან გიმნაზიაში სწავლის პერიოდი გამოვყავი. მოკლე მიმოხილვის შემდეგ წავიკითხეთ აკაკის მიერ აკაკის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული ცნობები, განსაკუთრებით გიმნაზიაში სწავლის პერიოდში როგორი დამოკიდებულება იყო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და როგორ ასწავლიდნენ, რა წესები იყო სწავლებისა.
  მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს დღევანდელ და წინანდელ  სწავლებასთან და ასევე ჩვენს შორის დამოკიდებულებაზეც. ამ გააზრებით ყველა კმაყოფილი დარჩა.

                                                

                                                
                                               


საწრეო მუშაობის მეექვსე დღე___18.11.2019წ.
 საკუთარი და საზოგადო არსებითი სახელები.შეძლონ საკუთარი და საზოგადო არსები თი სახელების განზოგადება.
    ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა ქართულში. ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ ი. ჭავჭავაძის ,, მზიანი დღე“ ,,გლახის ნაამბობიდან“). რამდენიმე მოსწავლემ წაიკითხა ნაწილ-ნაწილ ხმამაღლა და შემდეგ მოხდა ტექსტის ანალიზი კითხვა-პასუხის დახმარებით. უცხო სიტყვების ახსნის შემდეგ შეადგინეს წინადადებები ამ სიტყვების ჩართვით.
ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი ,,გლახის ნაამბობის“ მთლიანად წაკითხვის.
შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.


                                               





                                                 













              საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე. 25.11.19           
ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ქართულში. ამ მეცადინეობამ  დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ჩემ მიერ შერჩეულ პატარა მოთხრობებს ვაკითხებდი თითოეულს. მიექციათ ყურადღება სწორად და გამომეტყველებით კითხვისათვის.ინტონაციით კითხვა ძალიან მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს ასეთი სახის სამუშაოებისთვის ყოველთვის გამოვნახოთ დრო.
 ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.             
                                                 






















No comments:

Post a Comment