მათემატიკის წრე -,,ნორჩი მათემატიკოსი’’
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
N173-ე
სკოლის IVთ კლასის
მოსწავლეებისთვის, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან, ხუთშაბათიდან, ჩამოყალიბდა უფასო წრე -,, ნორჩი მათემატიკოსები’’
( I სემესტრის განმავლობაში), რომლის
მიზანია: მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის,
შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება. კერძოდ:მოსწავლე შეძლებს რიცხვების გამოსახვას, შედარებას და დალაგებას
პოზიციური სისტემის გამოყენებით;
თვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემთა
ინტერპრეტაციას და ელემენტარულ ანალიზს;
ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებასა და მოქმედებათა შედეგის შეფასებას, გამოსახულების შედგენასა და გამოყენებას მარტივი ამოცანის ამოხსნისას, გეომეტრიული
ფიგურების აღწერას და მათ კლასიფიკაციას. ზომის
სხვადასხვა ერთეულების გამოყენებასა და ერთმანეთთან
დაკავშირებას.
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან რესურსებსა
და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს, რაც შექმნის წანაპირობას მოსწავლისათვის
მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას.საწრეო შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის ხუთშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე.
დრო:13:35___14:20. ხანგრძლივობა 45 წუთი.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებელი მზია კორკოტაშვილი.
მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა და სურვილი
გამოთქვეს წრეში გაერეთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მშობლებმაც.
გავაფორმეთ ხელშეკრულებები (დირექციასთან შეთანხმებით). 10 ოქტომბერს ჩავატარეთ პირველი
შეხვედრა. იხ. საწრეო მუშაობის პროგრამა. სამუშაოდ ძირითადად გამოვიყენე თ. ბექაურის
მათემატიკის სახელმძღვანელო ასევედ. გოშხეთელიანის მათემატიკის ამოცანათა კრებული.
წრეში გაერთიანებულია 15 მოსწავლე. ესენია:
1.
ნ.ბალავაძე
2.
ს.
გოგალაძე
3.
ე.
ლაზარიაშვილი
4.
დ.
ვეშაგური
5.
ს.
კვარაცხელია
6.
ქ.
მრევლიშვილი
7.
ა.
ნაზარეთიანი
8.
მ.
საათაშვილი
9.
ა.პაპავა
10.
ა.
სიხარულიძე
11.
მ.ურუშაძე
12.
ა.
ფიფია
13.
ნ.
ფუხაშვილი
14.
ე.
ჯლანტიაშვილი
15.
ნ.
შარმანაშვილი
საწრეო
მუშაობის პროგრამა
წრის ხელმძღვანელი: მზია კორკოტაშვილი
სამიზნე ჯგუფი:
IV კლასის მოსწავლეები.
მიზანი:მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა
დასა-ბუთების,
მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითრება. კერძოდ: მოსწავლე შეძლებს რიცხვების
გამოსახვას, შედარებასა და დალაგებას პო-ზიციური სისტემის გამოყენებით; თვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემთა ინტერპრეტაციასა და ელემენტარულ
ანალიზს ნატურალურ რიცხვებზე, სხვადასხვა ხერხით
შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებასა
და მოქმედებათა შედეგის შეფასებას, გამოსახულების
შედგენას და გამოყენებას მარტივი ამოცანის ამოხსნისას, გეომეტრიული ფიგურების აღწერას
და მათ კლასიფიკაციას.ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას.
თემა
|
მიზანი
|
დრო
|
რესურსი
|
|
1
|
ნატურალური რიცხვების ჩაწერის წესი
|
შეძლონ რიცხვების გამოსახვა, შედარება, დალაგება პოზიციური სისტემის
გამოყენებით.
|
10.10
|
ბარათები,დაფა, ცარცი,პასტა, რვეული
|
2
|
მარტივი ამოცანების ამოხსნა მოქმედებებით
|
შეძლონ მარტივი ამოცანების ამოხსნა
|
17.10
|
ცარცი, დაფა, რვეული, კალამი
|
3
|
ნატურალურ რიცხვებზე ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლება:ამოცანებზე მუშაობა
|
განამტკიცონ შეკრება-გამოკლება;მაგალითებზე მუშაობა;ამოხსნან მარტივი
ამოცანები
|
24.10
|
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული
|
4
|
უცნობი კომპონენტების პოვნა. მრავალნიშნა რიცხვებზე უცნობის პოვნის მაგალითები
|
როგორ ვიპოვოთ უცნობი კომპონენტი
|
31.10
|
დაფა, ცარცი, კალამი, რვეული
|
5
|
უცნობი კომპონენტის პოვნაზე მარტივი ამოცანების ამოხსნა
|
ამოცანები ამოხსნან უცნობი კომპონენტის პოვნაზე
|
07.11
|
დაფა, ცარცი, კალამი, რვეული
|
6
|
გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია
|
გეომეტრიულ ამოცანებზე მუშაობა
|
14. 11
|
გეომეტრიული ფიგურების სურათები, დაფა, ცარცი
|
7
|
გეომეტრიული ამოცენების ამოხსნა;ვიპოვოთ პერიმეტრი
|
თვალსაჩინოებით ამოცანების ამოხსნა
|
21.11
|
გეომეტრიული ფიგურების სურათი, დაფა, ცარცი, კალამი, რვეული
|
8
|
ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება
|
შედარება, შეკრება-გამოკლება სახელდებულ რიცხვებზე
|
28.11
|
დაფა, ცარცი, კალამი, რვეული
|
9
|
ნატურალურ რიცხვებზე შეკრება-გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენება
|
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება
|
05.12
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
10
|
გამრავლების ტაბულის გამეორება
|
გამრავლების ზეპირი გამოთვლები
|
12.12
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
11
|
გამრავლება მრავალნიშნა რიცხვებზე ქვეშმიწერით
|
ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობითდამოუკიდებელი სამუშაო
|
19.12
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
12
|
გამრავლება 10-ზე, 100-ზე,1000-ზე
|
დაფაზე და დამოუკიდებელი სამუშაო
|
26.12
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
პირველი საწრეო
მუშაობა მათემატიკაში__10.10.2019
ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მოსწავლეებს
გავაცანი მუშაობის მიზნები. ის, თუ რას ემსახურებოდა საერთოდ საწრეო საქმიანობა. კერძოდ,
აზროვნების, მსჯელობის,შეხედულებათა დასაბუთების, მოვლე
ნებისა და ფაქტების ანალიზის
უნარის განვითარებას.გავაცანი ისიც, რომ მუშაობისას გამოვიყენებდითმრავალფეროვან რესურსებსა
და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს, რაც შექმნიდა წინაპირობას მათემატიკისადმი
ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობოდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენებას.
მოსწავლეებსწ გავაცანი დასამუშავებელი თემა.
კერძოდ:ნატურალური რიცხვების ჩაწერის წესი; მრავალნიშნა რიცხვების გამოსახვა, შედარება,
დალაგება
პოზიციური სისტემის გამოყენება.
მასალა დავწერე დაფაზე. რამდენიმე ბავშვი მორიგეობით კითხულობდა ხმამაღლა სავარჯიშოს.ამბობდა
და ასაბუთებდა. .დანარჩენები მუშაობდნენ თავიანთ რვეულებში. ბავშვებისთვის სამუშაოები დაქსეროქსებულიც მქონ
და
და მასაც იყენებდნენ. ისწავლეს ნატურალური
რიცხვების ჩაწერა,მრა
ვალნიშნა რიცხვების გამოსახვა, შედარება, დალაგება პოზიციური
სისტემის გამოყენებით.
მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ საწრეო მუშაობით.
აღფრთოვანებები იყვნენ სავარჯისოებით. გამოხატავდნენ სიხარულს მომავალი მეცადინეობის
მიმართ.
მეორე საწრეო მუშაობა
მათემატიკაში____17.10.2019 წ.
ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა: მარტივი ამოცანების
ამოხსნა მოქმედებებით, პრობლენის გადაჭრა. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ
ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდ:მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა, სათანრიგო ერთეულებად დაშლა, მარტივი ამოცანების წაკითხვა,
გაგება,ანალიზი და ამოხსნა.
სავარჯიშოები დაფაზე დავწერე.დაქსეროქსებული
სამუშაოებიც დავუ
რიგე მოსწავლეებს და პასუხებს ზეპირად წარმოთქვამდა და თან პასუხს
ასაბუთებდა. შევასრულეთ შემდეგი სამუშაოები: მრავალნისნა რიცხვები დაშალეს სათანრიგო
ერთეულების ჯამის სახით და პირიქით, მრავალნისნა რიცხვები სათანრიგო ერთეულების ჯამად
წარმოდგენილი ერთ მთლიან რიცხვად წარმოადგინეს. თაბახის ფურცლებზე ჩამოწერილი რამდენიმე
მარტივი ამოცანა ამოხსნეს მსჯელობიტ,ერთი ბავშვი ერთ ამოცანას ჩაწერდა დაფაზე და სხვები
იწერდნენ. ასე მსჯელობით ამოხსნეს რამდენიმე
ამოცანა და თან იწერდნენ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ საწრეო მუშაობა.ისინი
ხალისით ერთვებოდნენ სამუშაოების შესრულებაში.
მესამე საწრეო მუშაობა
მათემატიკაში__24.10.2019ს.წ.
დღეს ჩატარდა საწრეო
მუშაობა მათემატიკაში.ჩვენი შეხვედრის თემაა: ნატურალურ, მრავალნიშნა რიცხვებზექვეშმიწერით
შეკრება-გამოკლება. ჩემი მითითების შემდეგ მოსწავლეები სათითაოდ გამოდიოდნენ დაფასთან
და ხსნიდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლების მაგალითებს. ამოხსნეს
ასევე მარტივი ამოცანები მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლების მოქმედებით.ამ დღის
მუშაობით განიმტკი
ცეს ბავშვებმა მიღებული ცოდნა, რითაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
საწრეო მუშაობის
მეოთხე დღე_31.10 2019 ს.წ.
საწრეო მუშაობის თემა უცნობი კომპონენტის
პოვნა მრავალნიშნა რიცხვებით იყო. მოსწავლეებმა გაიხსენეს უცნობი კომპონენტების პოვნის
წესი; ასევე გაიხსენეს ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვებზე უცნობის პოვნაზე მაგალითების ამოხსნა და გაუადვილდათ
ასეთი სახის მაგალითების ამოხსნა მრავალნიშნა რიცხვებზე. ისინი სათითაოდ გამოდიოდნენ
დაფასთან და ხსნიდნენ სხვადასხვა უცნობიან მაგალითებს. ასევე ამოხსნეს უცნობის მოძებნაზე
მარტივი ამოცანები.
ჩატარებული სამუშაო ძალიან საინტერესო
და სახალისო იყო ბავშვებისათვის. მოუთმენლად
ელოდებიან მომდევნო სამუშაო დღეს.
მეხუთე საწრეო მუშაობა_07 .11.2019წ
ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა. ამ შეხვედრაზე
გაიხსენეს წინათ ნასწავლი კომპონენტების მოძებნის ხერხი, რაც გამოიყნეს ამოცანების
ამოხსნისას. წინარე ცოდნამ გაუადვილა მათ ამოცანე
ბის ამოხსნა, სადაც უცნობი კომპონენტი
უნდა ეპოვათ.წიგნში მოცემული სურათებიც დაეხმარა ამის გაგებაში.რამდენიმე ამოცანა დაფაზე
ამოვხსენით, ასევე საშინაო დავალებადაც მივეცი მსგავსი ამოცანები.
მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ მუშაობით.
მეექვსე საწრეო
მუშაობა__14.11.2019
ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა მათემატიკაში.გავიხსენეთ
გეომეტრიული ფიგურები. მათი აღწერილობა, რომელი რა ნიშნით ხასიათდება. რით განსხვავდება
ერთმანეთისაგან, რით ჰგავს. გავიხსენეთ პერიმეტრის რაობა და ამოვხსენით პერიმეტრის შესახებ მარტივი გეომეტრიული ამოცანები.შეხვედრა ძალზე საინტერესო და სახალისო გამოვიდა.
მეშვიდე საწრეო მუშაობა___21.11.2019
ჩატარდა
მეშვიდე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. ნასწავლი და ჩამოთვლილი გეომეტრიული ფიგურებისა
დახასიათების შემდეგ. გავიხსენეთ გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრის რაობა და ისიც,
თუ როგორ ვიპოვოთ არა თუ იმ ფიგურის პერიმეტრი. ამოვხსენით ცოტა რთული, სააზროვნო გეომეტრიული
ამოცანები. ჩემი დახმარებით და თვითონაც გაუადვილდათ ამოცანების გააზრება და ამოხსნა.
მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები, რის შედაგადაც განიმტკიცეს ცოდნა.
მერვე საწრეო
მუშაობა---28.11.2019
ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. გავიხსენეთ
სიგრძის, წონის საზომი ერთეულები, მათ შორის თანაფარდობა სიგრძეთა ურთიერთგადაყვანა.
სახელდებულ რიცხვებზე შეასრულეს შეკრების და გამოკლების მაგალითები და ამოცანები. ასევე
ადარებდნენ ერთმანეთს სახელდებულ რიცხვებს.
შეხვედრა
ძალზე საინტერესო გამოვიდა. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო შეხვედრას.
No comments:
Post a Comment