ქართულის წრე-,,წიგნიერი
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
N173 საჯარო სკოლის IVთ კლასის მოსწავლეებისათვის, 2019 წლის 14 ოქტომბრიდან,
ორშაბათიდან, ჩამოყალიბდა უფასო წრე__,,წიგნიერი“.( სემესტრის
განმავლობაში), რომლის მიზანია: მოსწავლეები
წაიკითხავენ ტექსტებს გამომეტყველებით, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ; დააკვირდებიან მხატვრულ სახეებს ,შეძლებენ პერსონაჟების შეფასებას , გადმოსცენ შინაარსს III პირში, დააკვირდებიან და გაარცევენ დიალოგურ სა და მონოლოგურ ფორმებს, შეძლებენ სასვენი
ნიშნების სწორად ხმარებას, შეადგენენ გეგმას,
გაანალიზებენ ლიტერატურულ ტექსტებს, შეძლებენ რთული სიტყვების ორ თოგრაფიულად სწორად ჩაწერას;არსებითი
სახელის ფორმაცვლას, შესწავლილი ნაწარ მოებების მიხედვით მარტივი თემატური ტექსტების
დაწერას, გაეცნობიან მეტყველების ნაწილებს და მათ მართლწერას და ა.შ.
საწრეო
მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, ასევე საინტერესო
მეთოდებს, რაც შექმნის წინაპირობას. მოსწავლისათვის ქართული ენისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი
შეეწყობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.საწრეო შეხვედრები გაიმართება ყოველი
კვირის ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე.
დრო :
13:35____14:20. ხანგრძლივობა 45 წუთი.
საწრეო მუშაობას
უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის ქართულის მასწავლებელი მზია კორკოტაშვილი.
მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა და სურვილი
გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც.
გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან
შეთანხმებით). 14 ოქტომბერს ჩავატარეთ პირველი შეხვედრა.
იხ.
საწრეო მუშაობის პროგრამა.
სამუშაოდ
გამოვიყენეთ მაღლაკელიძის ,,ჩვენი ენა ქართული“,
ნ. მაღლაკელიძის ,,ქართული ენის“ სახელმძღვანელო და ა. შ.
წრეში გაერთიანებულია 15 მოსწავლე.ესენია:
1.ნ. ბალავაძე
2.ს. გოგალაძე
3. ე. ლაზარიაშვილი
4.ს. კვარაცხელია
5.ა. ნაზარეთიანი
6.ა. პაპავა
7.ა. სიხარულიძე
8.ნ. ფუხაშვილი
9.ა. ფიფია
10.ლ.ქალდანი
11.დ.ღვალაძე
12.ნ. შარმანაშვილი
13.ე. ჯლანტიაშვილი
14.გ. ჭინჭარაული
15.მ. ურუშაძე
საწრეო მუშაობის პროგრამა
წრის ხელმძღვანელი: მზია კორკოტაშვილი
სამიზნე ჯგუფი: IV
კლასის მოსწავლეები.
მიზანი: მოსწავლეები
წაიკითხავენ ტექსტებს გამომეტყველებით, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ; დააკვირდებიან მხატვრულ სახეებს
,შეძლებენ პერსონაჟების შეფასებას , გადმოსცენ
შინაარსს III პირში, დააკვირდებიან და გაარჩევენ დიალოგურსა
და მონოლოგურ ფორმებს, შეძლებენ სასვენი
ნიშნების სწორად ხმარებას, შეადგენენ გეგმას,
გაანალიზებენ ლიტერატურულ ტექსტებს, შეძლებენ რთული სიტყვების ორთოგრაფიულად სწორად ჩაწერას.
შეძლებენ არსებითი სახელის ფორმაცვლას, შესწავლილი
ნაწარმოებების მიხედვით მარტივი თემატური ტექსტების დაწერას , გაეცნობიან
მეტყველების ნაწილებს და მათ მართლწერას და ა.შ.
#
|
თემა
|
დრო
|
მიზანი
|
რესურსები
|
|
1
|
ნ. დუმბაძის,,ბებია და ზურიკელა“
|
14.10
|
ტექსტის გამომეტყველებით კითხვა და საკთარი აზრის გადმოცემა
|
წიგნი,
|
|
2
|
ასო, ბგერა, მარცვალი, გადატანის წესები
|
21.10
|
მართლწერის საკითხებზე მუშაობა
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, წიგნი
|
|
3
|
ო. იოსელიანი,,ქოჩორა მტრედის მოტანილი ბარათი“
|
28.10
|
მოთხრობის მთავარი აზრის გადმოცემა კითხვა-პასუხით
|
წიგნი
|
|
4
|
წინადადება
|
04.11
|
წინადადება შინაარსის მიხედვით სხვადასხვაგვარია
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
|
5
|
აკ.წერეთლის,,გიმნაზიაში“
|
11.11
|
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
|
წიგნი
|
|
6
|
საკუთარი და საზოგადო არსებითი სახელები
|
18.11
|
შეძლონ საკუთარი და საზოგადო არსებითი სახელების განზოგადება
|
წიგნი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
|
7
|
ი. ჭავჭავაძის ,,მზიანი დღე“ (ნაწყვეტი ,,გლახის ნაამბობიდან“)
|
25.11
|
აანალიზებს და აფასებს წაკითხულს. პასუხობს კითხვებს
|
წიგნი
|
|
8
|
ვიმეტყველოთ სწორად
|
02.12
|
პატარა მოთხრობების გადმოცემა სწორი მეტყველებით
|
წიგნი
|
|
9
|
დ. გურამისვილის ,,სწავლა მოსწავლეთა“
|
09.12
|
აფორიზმების მონახვა და დასწავლა
|
წიგნი, რვეული, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
|
10
|
არსებითი სახელი
|
16.12
|
ბრუნვების, ბრუნვის ნიშნების დასწავლა და წინადად ებებში გამოყენება
|
დაფა, ცარცი, რვეული, წიგნი კალამი
|
|
11
|
მ. ლებანიძის,,ზამთრის პირი“
|
23.12
|
ლექსის სწორად გამოთქმა, დასწავლა,გააზრება
|
წიგნი
|
საწრეო მუშაობის პირველი დღე _14.10.2019 წ.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები.ავუხსენი,
რომ არსებობს მეთოდი,სტრატეგია ,,ლიტერატურული წრე“, რომელიც ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის
გაგებასა და გააზრებას. ამასთან იზრდება მოტივაცია
შთაბეჭდილებებისა და აზრების როგორც ჯგუფში,ისე მთელ კლასთან გაზიარება-განხილვის სურვილი.
შემდეგ კი გავაცანი მათ ჩემი საყვარელი წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი დაახლოებით მათ
ასაკში.ვესაუბრე რა მომწონდა მასში, რა არა და ა.შ.შემდეგ შევთავაზე წაგვეკითხა ნ.
დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ნაწყვეტი ,,ბებია და ზურიკელა“.
ტექსტის დამუშავებისას გამოვიყენე შემდეგი
მეთოდები: წაკითხვამდე დავსვა შეკითხვა და მეთოდი--,,გონებრივი იერიშის“ გზით ჩამოვწერე
დაფაზე მოსწავლეთა ნააზრევები, რითაც ხელი
შეეწყო წინარე ცოდნის გააქტიურებასა და მათ აქტიურ ჩართვას მუშაობის პროცესში.კითხვისას
მივმართე მართული კითხვის, მოსმენისა და გააზრებისაქტივობას.ტექსტი რამდენიმე ნაწილად
მქონდა დაყოფილი, ვკითხულობდი მე და მოსწავლეები გალდასმით მისმენდნენ. ყოველი ნაწილის
წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა მოხდებოდა, რატომ
ფიქრობდნენ ასე და სინამდვილეში რა მოხდა, ვახდენდიტ ნააზრევის წარმოდგენას.
მოსწავლეებმა გააანალიზეს და შეაფასეს ნაწარმოებიდან
ნაწყვეტი, დაახასიათეს ზურიკო, ბებია და მათი ურთიერთობა როგორი იყო. მივეცი დავალება,რომ
სასურველი იყო ნ. დუმბაძის ეს ნაწარმოები თავიდან ბოლომდე ნელ-ნელა წაეკითხათ და შემდეგში
ვისაუბრებდით უფრო დაწვრილებით.
მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ წრის
მუშაობით.
საწრეო მუშაობის მეორე დღე_21.10. 2019წ.
ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა:
ასო, ბგერა, მარცვალი,გადატანის წესები.გავახსენე ბავშვებს ასოსა და ბგერას შორის მსგავსება
და ბანსხვავება, გავიხსენეთ ანბანი თავისი სახელე
ბით. დაფაზე ინდივიდუალურად ყოფდნენ
მარცვლებად სიტყვებს და წესიც გაიხსენეს, სიტყვაში მარცვლის რაოდენობის დადგენას. ბავშვებს
ჩავაწერინე ქათული ენის რაობის შესახებ ცნობები, თუ რა ადგილი უკავია ქართულ ან
ბანს
მსოფლიოში. ვიმუშავეთ დამოუკიდებლად: ჩემი მიცემული ტექსტი
დან უნდა ამოიწერონ სიტყვები
ანბანის მიხედვით. ასევე ვისაუბრეთ გადა
ტანის წესებზე: ზოგიერთი გაიხსენეს, ზოგი კი
დავამატეთ. მაგალითები თვითონ მოჰყავდათ მიცემული ტექსტიდან ამოწერილ სიტყვებს როგორ
დაყოფდნენ გადასატანად.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს
მუშაობა და სიამოვნებით იმუშავებენ მსგავს დავალებაზე სახლშიც.
საწრეო მუშაობის მესამე დღე_28.10.2019წ.
ამ დღეს ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა, სადაც წავიკითხეთ
და განვიხილეთ . იოსელიანის მოთხრობა,,ქოჩორა მტრედის მოტანილი ამბები“. ეს მოთხრობა
წაიკითხეს მოსწავლეებმა ორჯერ, შინაარსის აღქმის მიზნით,შემდეგ კი ჩემს მიერ დასმულ
კითხვებზე პასუხის გაცემით გაიზიარეს ამ მოთხრობის მთავარი აზრი. იმსჯელეს, ვარაუდები
გამოთქვეს და ზოგიერთმა შეძლო შინაარსის გადმოცემაც თავისი სიტყვებით. უცხო სიტყვები,
რომელიც მონიშნული ჰქონდათ კითხვის დროს, ართმანეთის დახმარებით, ასევე ჩემი განმარტებით,
ახსნეს და შეადგინეს წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით.
ამ მოთხრობით მოსწავლეები დაინტერესდნენ ო.
იოსელიანის სხვა საბავშვო ნაწარმოებების გაცნობით.
საწრეო მუშაობის მეოთხე
დღე___04.11.2019წ.
საწრეო მუშაობის ამ გაკვეთილზე მთავარი თემა იყო წინადადებებზე
მუშაობა. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინადადებების რაობა. ის, თუ რამდენსიტყვიანი შეიძლება
იყოს წინადადება. შინაარსით როგორი წინადადებები ვიცით. მოიყვანეს თითოეული წინადადების
მაგალითი და ახსნეს, რომელი სასვენი ნიშანი უნდა დავსვათ მის ბოლოს.თითოეულმა მათგანმა
შეძლო სხვადასხვა სახის წინადადების შედგენა ჩემი მითითებით. გავაკეთეთ სავარჯიშო,
სადაც წინადადების ბოლოს უნდა დავსვათ სასვენი ნიშნები.
მოსწავლეებს მოეწონათ ჩატარებული მეცადინეობა
და ხალისით მიიღეს საშინაო დავალება მსგავსი სავარჯიშოებით.
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე____11.11.2019წ.
საწრეო მუშაობის მეხუთე
დღეს საინტერესო თემა შევიტანე ბავშვებთან.აკ.წერეთლის ბიოგრაფიული ცნობებიდან გიმნაზიაში
სწავლის პერიოდი გამოვყავი. მოკლე მიმოხილვის შემდეგ წავიკითხეთ აკაკის მიერ აკაკის
მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული ცნობები, განსაკუთრებით გიმნაზიაში სწავლის პერიოდში
როგორი დამოკიდებულება იყო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და როგორ ასწავლიდნენ,
რა წესები იყო სწავლებისა.
მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს დღევანდელ
და წინანდელ სწავლებასთან და ასევე ჩვენს შორის
დამოკიდებულებაზეც. ამ გააზრებით ყველა კმაყოფილი დარჩა.
ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა ქართულში. ამ შეხვედრაზე
წავიკითხეთ ი. ჭავჭავაძის ,, მზიანი დღე“(,,გლახის ნაამბობიდან“). რამდენიმე მოსწავლემ
წაიკითხა ნაწილ-ნაწილ ხმამაღლა და შემდეგ მოხდა ტექსტის ანალიზი კითხვა-პასუხის დახმარებით.
უცხო სიტყვების ახსნის შემდეგ შეადგინეს წინადადებები ამ სიტყვების ჩართვით.
ბავშვებს
გაუჩნდათ სურვილი ,,გლახის ნაამბობის“ მთლიანად წაკითხვის.
შეხვედრა
ძალიან საინტერესო იყო.
მეშვიდე საწრეო მუშაობა__25.11 2019
ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ქართულში. ამ მეცადინეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ჩემ მიერ შერჩეულ
პატარა მოთხრობებს ვაკითხებდი თითოეულს. მიექციათ ყურადღება სწორად და გამომეტყველებით
კითხვისათვის.ინტონაციით კითხვა ძალიან მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს ასეთი სახის
სამუშაოებისთვის ყოველთვის გამოვნახოთ დრო.
ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
No comments:
Post a Comment