ფოტომასალა-მათემატიკის წრე -,,ნორჩი მათემატიკოსები''
I სემესტრი
პირველი საწრეო მუშაობა მათემატიკაში__10.10.2019
ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მოსწავლეებს გავაცანი მუშაობის მიზნები. ის, თუ რას ემსახურებოდა საერთოდ საწრეო საქმიანობა. კერძოდ, აზროვნების, მსჯელობის,შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარებას.გავაცანი ისიც, რომ მუშაობისას გამოვიყენებდითმრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს, რაც შექმნიდა წინაპირობას მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობოდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მოსწავლეებსწ გავაცანი დასამუშავებელი თემა. კერძოდ:ნატურალური რიცხვების ჩაწერის წესი; მრავალნიშნა რიცხვების გამოსახვა, შედარება,დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენება.
მასალა დავწერე დაფაზე. რამდენიმე ბავშვი მორიგეობით კითხულობდა ხმამაღლა სავარჯიშოს.ამბობდა და ასაბუთებდა. .დანარჩენები მუშაობდნენ თავიანთ რვეულებში. ბავშვებისთვის სამუშაოები დაქსეროქსებულიც მქონდა და მასაც იყენებდნენ. ისწავლეს ნატურალური რიცხვების ჩაწერა,მრავალნიშნა რიცხვების გამოსახვა, შედარება, დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ საწრეო მუშაობით. აღფრთოვანებები იყვნენ სავარჯისოებით. გამოხატავდნენ სიხარულს მომავალი მეცადინეობის მიმართ.
მეორე საწრეო მუშაობა მათემატიკაში____17.10.2019 წ.
ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი თემა: მარტივი ამოცანების ამოხსნა მოქმედებებით, პრობლენის გადაჭრა. მუშაობის მიზნები, რის მიღწევასაც შეძლებდნენ ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდ:მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა, სათანრიგო ერთეულებად დაშლა, მარტივი ამოცანების წაკითხვა, გაგება,ანალიზი და ამოხსნა.
სავარჯიშოები დაფაზე დავწერე.დაქსეროქსებული სამუშაოებიც დავურიგე მოსწავლეებს და პასუხებს ზეპირად წარმოთქვამდა და თან პასუხს ასაბუთებდა. შევასრულეთ შემდეგი სამუშაოები: მრავალნისნა რიცხვები დაშალეს სათანრიგო ერთეულების ჯამის სახით და პირიქით, მრავალნისნა რიცხვები სათანრიგო ერთეულების ჯამად წარმოდგენილი ერთ მთლიან რიცხვად წარმოადგინეს. თაბახის ფურცლებზე ჩამოწერილი რამდენიმე მარტივი ამოცანა ამოხსნეს მსჯელობიტ,ერთი ბავშვი ერთ ამოცანას ჩაწერდა დაფაზე და სხვები იწერდნენ. ასე მსჯელობით ამოხსნეს რამდენიმე ამოცანა და თან იწერდნენ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ საწრეო მუშაობა.ისინი ხალისით ერთვებოდნენ სამუშაოების შესრულებაში.
მესამე საწრეო მუშაობა მათემატიკაში__24.10.2019ს.წ.
ჩატარდა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.ჩვენი შეხვედრის თემაა: ნატურალურ, მრავალნიშნა რიცხვებზექვეშმიწერით შეკრება-გამოკლება. ჩემი მითითების შემდეგ მოსწავლეები სათითაოდ გამოდიოდნენ დაფასთან და ხსნიდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლების მაგალითებს. ამოხსნეს ასევე მარტივი ამოცანები მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლების მოქმედებით.ამ დღის მუშაობით განიმტკიცეს ბავშვებმა მიღებული ცოდნა, რითაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე_31.10 2019 ს.წ.
საწრეო მუშაობის თემა უცნობი კომპონენტის პოვნა მრავალნიშნა რიცხვებით იყო. მოსწავლეებმა გაიხსენეს უცნობი კომპონენტების პოვნის წესი; ასევე გაიხსენეს ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვებზე უცნობის პოვნაზე მაგალითების ამოხსნა და გაუადვილდათ ასეთი სახის მაგალითების ამოხსნა მრავალნიშნა რიცხვებზე. ისინი სათითაოდ გამოდიოდნენ დაფასთან და ხსნიდნენ სხვადასხვა უცნობიან მაგალითებს. ასევე ამოხსნეს უცნობის მოძებნაზე მარტივი ამოცანები.
ჩატარებული სამუშაო ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ბავშვებისათვის. მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო სამუშაო დღეს.
მეხუთე საწრეო მუშაობა___07.11.2019 წ
დღეს ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა. ამ შეხვედრაზე
გაიხსენეს წინაზე ნასწავლი კომპონენტების მოძებნის ხერხი, რაც გამოიყნეს ამოცანების
ამოხსნისას. წინარე ცოდნამ გაუადვილა მათ ამოცანების ამოხსნა, სადაც უცნობი კომპონენტი
უნდა ეპოვათ.წიგნში მოცემული სურათებიც დაეხმარა ამის გაგებაში.რამდენიმე ამოცანა დაფაზე
ამოვხსნათ, ასევე საშინაო დავალებადაც მივეცი მსგავსი ამ
ოცანები.
მეექვსე საწრეო მუშაობა__14.11.2019
ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა მათემატიკაში.გავიხსენეთ
გეომეტრიული ფიგურები. მათი აღწერილობა, რომელი რა ნიშნით ხასიათდება. რით განსხვავდება
ერთმანეთისაგან, რით ჰგავს. გავიხსენეთ პერიმეტრის რაობა და ამოვხსენით პერიმეტრის
რაობა და ამოვხსნათ მარტივი გეომეტრიული ამოცანები.შეხვედრა ძალზე საინტერესო და სახალისო გამოვიდა.
მეშვიდე საწრეო მუშაობა___21.11.2019
ჩატარდა
მეშვიდე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. ნასწავლი და ჩამოთვლილი გეომეტრიული ფიგურებისა
დახასიათების შემდეგ. გავიხსენეთ გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრის რაობა და ისიც,
თუ როგორ ვიპოვოთ არა თუ იმ ფიგურის პერიმეტრი. ამოვხსენით ცოტა რთული, სააზროვნო გეომეტრიული
ამოცანები. ჩემი დახმარებით და თვითონაც გაუავილდათ ამოცანების გააზრება და ამოხსნა.
მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები,რის შედაგადაც განიმტკიცეს ცოდნა.
მერვე საწრეო
მუშაობა---28.11.2019
ჩატარდა მერვე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. გავიხსენეთ
სიგრძის, წონის საზომი ერთეულები, მათ შორის თანაფარდობა სიგრძეთა ურთიერთგადაყვანა.
სახელდებულ რიცხვებზე შეასრულეს შეკრების და გამოკლების მაგალითები და ამოცანები. ასევე
ადარებდნენ ერთმანეთს სახელდებულ რიცხვებს.
შეხვედრა
ძალზე საინტერესო გამოვიდა. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო შეხვედრას.
No comments:
Post a Comment