სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #173 საჯარო სკოლის IV თ კლასის მოსწავლეებისათვის, 2019 წლის ოქტომბრის თვიდან, მუშაობას იწყებს უფასო მათემატიკური წრე - ,,ნორჩი მათემატიკოსები“ (I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანია:
მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლე ნებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება. კერძოდ:მოსწავლე შეძლებს რიცხვების გამოსახვას, შედარებას და დალაგებას პოზიციური სისტემის გამოყენებით; თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ელემენტარულ ანალიზს; ნატურალურ რიც ხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებასა და მოქმე დებათა შედეგის შეფასებას, გამოსახულების შედგენასა და გამოყენებას მარტივი ამოცანის ამოხსნისას, გეომეტრიული ფიგურების აღწერას და მათ კლასიფიკაციას. ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას.
საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, ასევე საინტერესო მეთოდებს, რაც შექმნის წანაპირობას მოსწავლისათვის მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მუშაობა გაიმართება ყოველი კვირის ხუთშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. დრო: 13:35- 14:20. ხანგძლივობა, 45 წუთი.
წრის მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლე-
ბელი-მზია კორკოტაშვილი .
No comments:
Post a Comment